вторник, 2 декабря 2008 г.

მეორე მსოფლიო ომის კვალ და კვალ ხელოვნებაში

მილიონობით ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, რომლის შედეგები უამრავმა მხატვარმა ასახა, ხშირად საკუთარი გამოცდილების მიხედვით. მეორე მსოფლიო ომმა ყველა სფეროს წარმომადგენელზე იქონია გავლენა, მათ შორის ხელოვნებაზეც. ეს ომი ბევრი ხელოვანის პირადი უბედურების მიზეზად იქცა, ამის კარგი მაგალიტია მარკ შაგალი, რომლის ცოლიც 1944 წელს დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც მრავალი ადამიანი მაინც ვერ ივიწყებდა, ომის საშინელებებს, რაც ამ პერიოდის მხატრობაშიც აისახა. შვეიცარიელი მხატვარი ალბერტო ჯაკომეტი, ეულად მდგარი, ჩონჩხად ქცეული ადამიანების ამსახველ სურატებს და მათ ქანდაკებებს ქმნიდნენ. მათ ის ''საკუთარი ხედვის გამოხატულებას უწოდებდა'' ჯაკომეტის სიფრიფანა, ეული, ფიგურები ომის შემდგომი პერიოდის გაურკვეველ ყოფას გამოხატავდნენ.
ამასსთანავე, მათი სიგამხდრე მნახველს საკონცენცენტრაციო ბანაკებში ნაწამებ ადამიანებს აგონებდა , რომელთა დიდი ნაწილი შიმშილით მოკვდა. ჯაკომეტის ერთ- ერთი ნამუშევარი ''დიდი ქალი'' რომელიც 1960 წელს შეიქმნა დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიდმა ესპანელმა მხატვრის პაბლო პიკასოს ''გერნიკა'' ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მან განაცხადა: '' სურათები ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი რომელიც მტერზე თავდასხმისა და მტრისგან თავდაცვისთვის გამოიყენება.'' ეს ხმამაღალი განაცხადია მისი მხრიდან ის ხელოვნებას, სისასტიკეს და ომს უპირისპირებს. ომის შემდგომი წლები მასობრივი პროდუქციის ზრდისა და გართობის განვითარების პერიოდია.სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაჩნდა ''პოპ'' კულტურა. 1937 წელს, ნაცისტებმა მიუნხენში ''დეგენერაციული ხელოვნების'' გამოფენა მოაწყვეს, სადაც გროსის, პიკასოს, კანდინსკისა და სხვათა სურათები ''ჭკუასუსტების ნამუშევრებად'' წარმოადგინეს. ნაცისტებს თავიანთი აზრის გავრცელებისას ხელს შეუშლიდათ ისეთი ნახატები მაგალითად როგორიცაა გეორგ გროსის ან ოტო დიქსის ნამუშევრები. ამ სურათებში ისინი გერმანიის მთავრობას ამხელდნენ,

ჰოლოკოსტი








მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ, გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. ევროპელი ებრაელებისათვის, ჰაიმ ვეიცმანის (ისრაელის I პრეზიდენტი) ცნობილი გამონათქვამით, "მსოფლიო გაიყო ორად: ადგილად, სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად,სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა." დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი) მოწვეული 1938 წლის ივლისში, აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დასრულდა სრული დამარცხებით. დომინიკანური რესპუბლიკის გარდა, 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.

"ნიურნბერგის კანონმა" 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.

ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "ბროლის ღამე" (მინის ნამხსვრევთა გამო, რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული ქალაქები).

1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში.

1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა "4 წლიანი გეგმის შემსრულებელს" გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.
ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით - პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია. ებრაელები დიდ დაუნდობლობას და სისასტიკეს იჩენდნენ ებრაელების მიმართ. 30_იან 40_ იან წლებში ნაცისტებმა ჰიტლერის მეთაურობით ექვსი მილიონი ებრაელი გაჟლიტეს ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდა. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს. "გაეროს" გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღით, "გაეროს" გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის გასამართლება. დოკუმენტს დაეთანხმა 103 ქვეყანა 192 გენასამბლეის წევრთაგან.
მსოფლიოს შემორჩა ერთი ებრაელი გოგონას ანა ფრანკის დღიური, სადაც კარგად არის გადმოცემული თუ როგორი სისასტიკიდ ეპყრობოდნენ გერმანელები ებრაელებს.

воскресенье, 30 ноября 2008 г.

ადოლფ ჰიტლერი


ერთი ავსტრიელი საბაჟო მოხელის ვაჟს, თავი დიდ მხატვრად წარმოედგინა, ვენის სამხატვრო აკადემიაში რომ ვერ მოხვდა, ერთხანს ავსტრალიაში დარჩა, შემდეგ კი მიუნხენში გადასახ ლდა დროდადრო მღებავად მუშაობდა. მას არაფერი ებადა, ბოღმით საცსე გულით უცქერდა კაცობრიობას. მას გულში სულ უფრო და უფრო ეზრდებოდა თავისი რასის ერთგულება და მისტიური თაყვანისცემა. დიახ, ის გერმანიის ზღვარს გადასული თაყვანისმცემელი იყო. ეს იმ კაცის თავდაპირველი ხვედრია, რომელიც ადოლფ ჰიტლერის სახელით არის ცნობილი. 1918 წლის ოქტომბერში პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ერთი გერმანელი კაპრალი გაზით მოიწამლა და მხედველობა დაკარგა. სანამ იგი ჰოსპიტალში იწვა , გერმანიამ მარცხი იწვნია . მოგვიანებით კაპრალს მხედველობაც დაუბრუნდა და სავააადმყოფოდანაც გამოწერეს. მას მისი ქვეყანა, საშინელ დღეში დახვდა, მან გერმანიის დახამრების მიზმით სამხედრო სამსახურში დარჩენა ამჯობინა, მან პოლიტიკური განათლებაც მიიღო. ეს კაპრალი ადოლფ ჰიტლერი გახლდათ , კაცობრიობაზე დაბოღმილი ბიჟი , რომელმაც იარაღს ხელი მოკიდა და ომში წავიდა. 1920 წლის თებერვალში, მიუნხენში გაიმართა გერმანიის მუშათა პარტიის მასობრივი მიტინგი, სადაც სადავეები ხელთ ეპყრა ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც 25 პუნქტად ჩამოაყალიბა, პარტიის პროგრამა. ეს დიდი დიქტატორის პირველი ნაბიჯები იყო პოლიტიკაში. შემდეგ დაიწყო ჰიტლერის აღმავლობა, აპრილში ის მთელ დროს პარტიის გაფართოებას ახმარდა, სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ კი ლიდერები გააძევა,. ნაცისტურმა პარტიამ შეისყიდა გაზეთი და თავის ორგანოდ აქცია. ნაცისტური პარტიის თEზისი მარტივია: ქვეყანა ან რასა, რომელიც ხელს იღებს ყოველგვარ ბრძოლაზე, განწირულია სიკვდილისთვის. ჰიტლერს განსაკუთრებით ძულდა კომუნისტები და ებრაელები. კომუნისტებმა უმალ შეიცნეს მოსისხლე მტერი. ჰიტლერი ებრაელებისადმი სიზულვილს ასე ხსნიდა: ებრაული რასა რაკი ყველგან აქვს ფეხი მოკიდებული, უცილობლად პაციფისტებად და ინტერნაციონალისტებად წარმოგვიდგება. პაციფიზმი კი დიდი ცოდვაა რადგან არსებობისთვის ბრძოლაზე ხელის აღებას გულისხმობს.

пятница, 28 ноября 2008 г.

началась война !


1941 წლის 22 ივნისიდან, როცა ჩემთან პოლკოვნიკი ტიხონოვი მოვიდა და მითხრა ის საშინელი სიტყვები "началась война" ისე რომ ჩემს შვილებს ვერც კი დავემშვიდობე, ხელში იარაღი მიჭორავს. 5 წელია ტყვიების ზუზუნს ვუსმნე და მკვდრების მეტს ვერაფერს ვხედავ. 5 წელია ჩემი ოჯახი არ მინახავს.წელს , ალბათ , ნიკუშა სკოლაშიც შევიდა. როცა ერთი წამით ხმა გაჩერდება თავი სამოთხეში მგონია. გაცვეთილი ფორმა მაცვია და ვიყინები.
როცა უკვე ყველაფერი დამთავრდა და ომი მოვიგეთ, ერთი გაუბედურებული მედალი მომცეს, მაგრამ სულ რო ოქრო-ვერცხლის ყოფელიყო, ახლა ჩემთვის მთავარი შვილების ნახვა იყო, მუდამ ტალახში რომ თამაშობენ, ჩემი ცოლის, თონეში პურს რომ აკრავს,დაა დედაჩემის,სულ რომ მსაყვედურობს . ორი დღე ვიმგზავრეთ, ბოლოს ჩავედით ჩემს სიმონეთში. შორიდანვე შევნიშნე ჩემი ცოლი, რეგისტრაცია გავიარე და მასთან მივვარდი, ჩავეხუტე და აგარ ვუშვებდი. ცოლმა მითხრა: მალე წამოდი ბავშვები გელოდებიანო. მერე ჩემს ძველ მოტოციკლზე შემოვჯექი და ჩქარა ძალიან ჩქარა.მივდიოდით. ასე მეგონა, ყველაფერი დამთავრდა , სახლში ვარ-მეთქი. რა ვიცოდი, თუ ვიღაც მხეცი დაგცეტაკებოდა.დაგვეტაკა და ისე ძლიერად რომ წამართვა ის, რისთვისაც ამდენს გავუძელი. წაართვა დედა ჩემს შვილებს. და მომიკლა გული. ის გული, რომელიც მისთვის ცოცხლობდა ის გული, რომელმაც ომი გადაიტანა რომ ის ენახა .

пятница, 31 октября 2008 г.

ყელსახვევი


როდესაც ამ პარკში მოვდივარ, ყოველთვის ბავშვობა მახსენდება, ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი. მაშინ ჩემი ყოფა უკიდეგანო ცაში თავისუფალ ნავარდს გავდა. ორიოდე კვირის წინ ამ ბაღში ერთ ბედნიერ ოჯახს შევხვდი, მათი შემშურდა კიდეც, ისე უბრწყინავდათ თვალები. ბავშვები ატრაქციონებზე ერთობოდნენ, ცოლ-ქმარი კი ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევდა. ახლა კი იმ საშინელი ამბის შემდეგ, რაც მსოფლიოს მოულოდნელად დაატყდა თავს, ისევ ამ პარკში ვარ და გაფაციცებით ვეძებ იმ ოჯახს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ვხედავ მხოლოდ 14 წლის თვალცრემლიან გოგონას, რომელსაც ხელში დედის ყელსახვევი უჭირავს ხელში და ეფერება.
-რატომ ტირი ძვირფასო? -ვკითხე მე.
-დეიდა, იცით ეს ერთადერთი ადგილია,რაც ჩემს მშობლებს და დას მახსენებს-მიპასუხა აკანკალებული ხმიტ.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ ვიკითხე: შენ რა გქვია?
-მე მარი.თქვენ?
-მეც მარი.სეხნიებიც ვყოფილვართ.
-იცით ხვალიდან თავშესაფრის ბავშვების სიაში ჩემი გვარიც მოხვდება-თქვა რა მან ეს სიტყვები, ამოიოხრა.
მარი ღრმადმოხუცებულმა ბებიამ წაიყვანა, მე კი სახლში დათრგუნული წამოვედი.დასაძინებლად ადრე დავწექი ადგომა არ მიჩქარია, კვირაობით არ ვმუშაობ ხოლმე.გადავწყვიტე ალუბლის წვენი დამელია. უცებ მივხვდი, რომ ეს დილა ასე მშვენივრად რომ მეჩვენებოდა, ერთი არსებისთვის უბედურების მომასწავლებელი იყოს.სასწრაფოდ მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და ბავშვთა სახლისაკენ გავემართე.
-მარი-ვიყვირე განწირული ხმით.
-ამიერიდან ჩემთან ერთად იცხოვრებ-ვთქვი დარცხვენილი ხმით.
თვალცრემლიანი გოგონა, ჩამეკრა, მაშინ ვიგრძენი, რომ ოცდაათი წლის მანძილზე ბედნიერება არავისთვის მიმენიჭებინა. ხელჩაკიდებულები პარკისაკენ გავემართეთ, ორივე ვგრძნობდით,რომ ერთმანეთს ბედნიერება მოვუტანეთ.
ლილე ლოლიშვილი

მეორე მსოფლიო ომის კვალი მუსიკაში

კომპოზიტორებისთვის და მუსიკოსებისთვის ომი, უმრავლეს შემთხვევებში შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე. სიმgერა პროტესტის გამოხატვის თუ მშვიდობიანი მოწოდებების მარტივი გზაა. ადამიანის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს მუსიკა, მითუმეტეს თუ იგი რაიმეს მოგვიწოდებს. კომპოზიტორებისთვის და მუსიკოსებისთვის ომი, უმრავლეს შემთხვევებში შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე. სიმgერა პროტესტის გამოხატვის თუ მშვიდობიანი მოწოდებების მარტივი გზაა. მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ჰიტი დაიბადა. მეოცე საუკუნის ლენინგრადელმა კომპოზიტორმა შოსტაკოვმა ფაშიზმზე გამარჯვებას დაუწერა თავისი მეშვიდე სიმფონია. ეს სიმფონია ლენინგრადის სიმფონიით არის ცნობილი. რუსმა კომპოზიტორმა ალექსანდროვმა შექმნა სიმგერა სახელწოდებით წმინდა ომი. მისი ეს ნამუშევარი ჯარისკაცებთან ერთად იყო ომისას და ამხნევებდა მათ. ასევე ლეგენდარული პოპულარობით სარგებლობდა ´´ კატიუშა´´ როდესაც მისი ავტორი ბლანტერი იტალიას ეწვია გაზეთები წერდნენ რომ ქვეყანაში კატიუშა იყო.წუთიერი შესვენების დროს სანგრებიდან ყოველთვის ისმოდა გამამხნევებელი მელოდიები, რაც ჯარისკაცებს შიშს უხშობდა.

пятница, 24 октября 2008 г.

ჯარისკაცის ფიქრები


თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე ჯარისკაცის ქუდი შევნიშნე, რომელსაც უამრავი ნახვრეტი გასჩენოდა. ვიგრძენი, რომ ჰაერი სიკვდილის სუნს დაემძიმებინა. ადგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. რაკეტის ნატეხს ჩემი მუცელი თითქოს შუაზე გაეხლიჩა, სისხლი ხარბად მდიოდა და ყავისფერ გამომხმარ მიწას ფერს უცვლიდა. თავს ძალა დავატანე, გარშემო მიმოვიხედე და დამახინჯებული გვამების გრძელ რიგს თვალი გავაყოლე,საშინლად შევშინდი, როდესაც გავიფიქრე, თუ როგორ დაესვენებოდა ჩემი სხეულიც ამ ცივ მიწაზე და როგორ შეჩერდებოდა ჩემი მზერა სამუდამოდ ერთ წერტილზე. ნატვრად მექცა, მშვიდად მეცქირა მზის ამოსვლისათვის, გაბრაზების გარეშე მეყურებინა ჩემი შვილისთვის, რომელიც პარკში შეყვარებულთან ერთად სეირნობს. საშინლად მომინდა კიდევ ერთხელ გამეგონა ჩემი ცოლის გაბრაზებული ხმა, ან კიდევ ამეტანა დედაჩემის საყვედურები მოკლედ სიკვდილის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მემატებოდა სურვილი ერთხელ მაინც მომეკრა თვალი ყვალა იმ ადამიანისთვის რომელიც მიყვარს. ახლა ჩემთვის ყველაფერი უმნიშვნელო მნიშვნელოვნად ქცეულიყო. შემრცხვა, დიახ შემრცხვა იმ მათხოვრისა რომელიც ფულს მთხოვდა მე კი ისე ჩავუვლიდი გვერდს თითქოს ვერც ვამჩნევდი. როგორ უყვარდათ, სიცოცხლე ადამიანებს, რომლებიც გვამებად აქციეს ჭურვებმა , ტყვიამ და სიბოროტემ. რომ შემეძლოს დაჩოქილი ვთხოვდი, პატიებას ყველა ჯარისკაცის დედას, რომ მათ შვილებს ვერ ვუშველე, ვერ შევუნარჩუნე სიციცხლე, მაგრამ არ შემიძლია. იმასაც ვერ ვახერხებ გავიგო რა არის ამ გმირების უკანასკნელი სურვილი. მიუხედავად მუცლის არეში საშინელი ტკივილისა, თავს ძალა დავატანე და რაჩ შეიძლება ხმამაღლა ავტირდი, დავტიროდი ყვალას ვინც ამ ომმა შეიწირა. მადლობას ვუხდი ღმერთს რო საშუალება მომცა, პატივი მიმეგო ჩემი ძმებისთვის. მართალია მათ საფლავებს, ჩემი ფეხით ვერა, მაგრამ ეტლით მაინც მივაკითხავ და შევამკობ, წითელი ვარდებით, როგორიც მათი დაღვრილი სისხლი იყო ბრძოლის ველზე. ლილე ლოლიშვილი