пятница, 24 октября 2008 г.

ჯარისკაცის ფიქრები


თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე ჯარისკაცის ქუდი შევნიშნე, რომელსაც უამრავი ნახვრეტი გასჩენოდა. ვიგრძენი, რომ ჰაერი სიკვდილის სუნს დაემძიმებინა. ადგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. რაკეტის ნატეხს ჩემი მუცელი თითქოს შუაზე გაეხლიჩა, სისხლი ხარბად მდიოდა და ყავისფერ გამომხმარ მიწას ფერს უცვლიდა. თავს ძალა დავატანე, გარშემო მიმოვიხედე და დამახინჯებული გვამების გრძელ რიგს თვალი გავაყოლე,საშინლად შევშინდი, როდესაც გავიფიქრე, თუ როგორ დაესვენებოდა ჩემი სხეულიც ამ ცივ მიწაზე და როგორ შეჩერდებოდა ჩემი მზერა სამუდამოდ ერთ წერტილზე. ნატვრად მექცა, მშვიდად მეცქირა მზის ამოსვლისათვის, გაბრაზების გარეშე მეყურებინა ჩემი შვილისთვის, რომელიც პარკში შეყვარებულთან ერთად სეირნობს. საშინლად მომინდა კიდევ ერთხელ გამეგონა ჩემი ცოლის გაბრაზებული ხმა, ან კიდევ ამეტანა დედაჩემის საყვედურები მოკლედ სიკვდილის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მემატებოდა სურვილი ერთხელ მაინც მომეკრა თვალი ყვალა იმ ადამიანისთვის რომელიც მიყვარს. ახლა ჩემთვის ყველაფერი უმნიშვნელო მნიშვნელოვნად ქცეულიყო. შემრცხვა, დიახ შემრცხვა იმ მათხოვრისა რომელიც ფულს მთხოვდა მე კი ისე ჩავუვლიდი გვერდს თითქოს ვერც ვამჩნევდი. როგორ უყვარდათ, სიცოცხლე ადამიანებს, რომლებიც გვამებად აქციეს ჭურვებმა , ტყვიამ და სიბოროტემ. რომ შემეძლოს დაჩოქილი ვთხოვდი, პატიებას ყველა ჯარისკაცის დედას, რომ მათ შვილებს ვერ ვუშველე, ვერ შევუნარჩუნე სიციცხლე, მაგრამ არ შემიძლია. იმასაც ვერ ვახერხებ გავიგო რა არის ამ გმირების უკანასკნელი სურვილი. მიუხედავად მუცლის არეში საშინელი ტკივილისა, თავს ძალა დავატანე და რაჩ შეიძლება ხმამაღლა ავტირდი, დავტიროდი ყვალას ვინც ამ ომმა შეიწირა. მადლობას ვუხდი ღმერთს რო საშუალება მომცა, პატივი მიმეგო ჩემი ძმებისთვის. მართალია მათ საფლავებს, ჩემი ფეხით ვერა, მაგრამ ეტლით მაინც მივაკითხავ და შევამკობ, წითელი ვარდებით, როგორიც მათი დაღვრილი სისხლი იყო ბრძოლის ველზე. ლილე ლოლიშვილი

1 комментарий:

elen комментирует...

მოგესალმებით ქალბატონო მაკა,

გაცნობებთ რომ, თქვენი ბლოგი მონაწილეობას იღებს http://konkursispirobebi.blogspot.com/კონკუსში. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი საკონკურსო პირობების მოთხოვნებს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ "ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები"-ს მე-3 პუნქტს- აქტივობას და კიდევ - აუცილებლად დაამატოთ თქვენს ბლოგს "მუდმივი მკითხველების" გაჯეტი (ესეც კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნაა).

პატივისცემით,
ელენე ხაჩიძე