пятница, 31 октября 2008 г.

ყელსახვევი


როდესაც ამ პარკში მოვდივარ, ყოველთვის ბავშვობა მახსენდება, ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი. მაშინ ჩემი ყოფა უკიდეგანო ცაში თავისუფალ ნავარდს გავდა. ორიოდე კვირის წინ ამ ბაღში ერთ ბედნიერ ოჯახს შევხვდი, მათი შემშურდა კიდეც, ისე უბრწყინავდათ თვალები. ბავშვები ატრაქციონებზე ერთობოდნენ, ცოლ-ქმარი კი ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევდა. ახლა კი იმ საშინელი ამბის შემდეგ, რაც მსოფლიოს მოულოდნელად დაატყდა თავს, ისევ ამ პარკში ვარ და გაფაციცებით ვეძებ იმ ოჯახს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ვხედავ მხოლოდ 14 წლის თვალცრემლიან გოგონას, რომელსაც ხელში დედის ყელსახვევი უჭირავს ხელში და ეფერება.
-რატომ ტირი ძვირფასო? -ვკითხე მე.
-დეიდა, იცით ეს ერთადერთი ადგილია,რაც ჩემს მშობლებს და დას მახსენებს-მიპასუხა აკანკალებული ხმიტ.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ ვიკითხე: შენ რა გქვია?
-მე მარი.თქვენ?
-მეც მარი.სეხნიებიც ვყოფილვართ.
-იცით ხვალიდან თავშესაფრის ბავშვების სიაში ჩემი გვარიც მოხვდება-თქვა რა მან ეს სიტყვები, ამოიოხრა.
მარი ღრმადმოხუცებულმა ბებიამ წაიყვანა, მე კი სახლში დათრგუნული წამოვედი.დასაძინებლად ადრე დავწექი ადგომა არ მიჩქარია, კვირაობით არ ვმუშაობ ხოლმე.გადავწყვიტე ალუბლის წვენი დამელია. უცებ მივხვდი, რომ ეს დილა ასე მშვენივრად რომ მეჩვენებოდა, ერთი არსებისთვის უბედურების მომასწავლებელი იყოს.სასწრაფოდ მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და ბავშვთა სახლისაკენ გავემართე.
-მარი-ვიყვირე განწირული ხმით.
-ამიერიდან ჩემთან ერთად იცხოვრებ-ვთქვი დარცხვენილი ხმით.
თვალცრემლიანი გოგონა, ჩამეკრა, მაშინ ვიგრძენი, რომ ოცდაათი წლის მანძილზე ბედნიერება არავისთვის მიმენიჭებინა. ხელჩაკიდებულები პარკისაკენ გავემართეთ, ორივე ვგრძნობდით,რომ ერთმანეთს ბედნიერება მოვუტანეთ.
ლილე ლოლიშვილი

მეორე მსოფლიო ომის კვალი მუსიკაში

კომპოზიტორებისთვის და მუსიკოსებისთვის ომი, უმრავლეს შემთხვევებში შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე. სიმgერა პროტესტის გამოხატვის თუ მშვიდობიანი მოწოდებების მარტივი გზაა. ადამიანის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს მუსიკა, მითუმეტეს თუ იგი რაიმეს მოგვიწოდებს. კომპოზიტორებისთვის და მუსიკოსებისთვის ომი, უმრავლეს შემთხვევებში შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე. სიმgერა პროტესტის გამოხატვის თუ მშვიდობიანი მოწოდებების მარტივი გზაა. მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ჰიტი დაიბადა. მეოცე საუკუნის ლენინგრადელმა კომპოზიტორმა შოსტაკოვმა ფაშიზმზე გამარჯვებას დაუწერა თავისი მეშვიდე სიმფონია. ეს სიმფონია ლენინგრადის სიმფონიით არის ცნობილი. რუსმა კომპოზიტორმა ალექსანდროვმა შექმნა სიმგერა სახელწოდებით წმინდა ომი. მისი ეს ნამუშევარი ჯარისკაცებთან ერთად იყო ომისას და ამხნევებდა მათ. ასევე ლეგენდარული პოპულარობით სარგებლობდა ´´ კატიუშა´´ როდესაც მისი ავტორი ბლანტერი იტალიას ეწვია გაზეთები წერდნენ რომ ქვეყანაში კატიუშა იყო.წუთიერი შესვენების დროს სანგრებიდან ყოველთვის ისმოდა გამამხნევებელი მელოდიები, რაც ჯარისკაცებს შიშს უხშობდა.

пятница, 24 октября 2008 г.

ჯარისკაცის ფიქრები


თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე ჯარისკაცის ქუდი შევნიშნე, რომელსაც უამრავი ნახვრეტი გასჩენოდა. ვიგრძენი, რომ ჰაერი სიკვდილის სუნს დაემძიმებინა. ადგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. რაკეტის ნატეხს ჩემი მუცელი თითქოს შუაზე გაეხლიჩა, სისხლი ხარბად მდიოდა და ყავისფერ გამომხმარ მიწას ფერს უცვლიდა. თავს ძალა დავატანე, გარშემო მიმოვიხედე და დამახინჯებული გვამების გრძელ რიგს თვალი გავაყოლე,საშინლად შევშინდი, როდესაც გავიფიქრე, თუ როგორ დაესვენებოდა ჩემი სხეულიც ამ ცივ მიწაზე და როგორ შეჩერდებოდა ჩემი მზერა სამუდამოდ ერთ წერტილზე. ნატვრად მექცა, მშვიდად მეცქირა მზის ამოსვლისათვის, გაბრაზების გარეშე მეყურებინა ჩემი შვილისთვის, რომელიც პარკში შეყვარებულთან ერთად სეირნობს. საშინლად მომინდა კიდევ ერთხელ გამეგონა ჩემი ცოლის გაბრაზებული ხმა, ან კიდევ ამეტანა დედაჩემის საყვედურები მოკლედ სიკვდილის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მემატებოდა სურვილი ერთხელ მაინც მომეკრა თვალი ყვალა იმ ადამიანისთვის რომელიც მიყვარს. ახლა ჩემთვის ყველაფერი უმნიშვნელო მნიშვნელოვნად ქცეულიყო. შემრცხვა, დიახ შემრცხვა იმ მათხოვრისა რომელიც ფულს მთხოვდა მე კი ისე ჩავუვლიდი გვერდს თითქოს ვერც ვამჩნევდი. როგორ უყვარდათ, სიცოცხლე ადამიანებს, რომლებიც გვამებად აქციეს ჭურვებმა , ტყვიამ და სიბოროტემ. რომ შემეძლოს დაჩოქილი ვთხოვდი, პატიებას ყველა ჯარისკაცის დედას, რომ მათ შვილებს ვერ ვუშველე, ვერ შევუნარჩუნე სიციცხლე, მაგრამ არ შემიძლია. იმასაც ვერ ვახერხებ გავიგო რა არის ამ გმირების უკანასკნელი სურვილი. მიუხედავად მუცლის არეში საშინელი ტკივილისა, თავს ძალა დავატანე და რაჩ შეიძლება ხმამაღლა ავტირდი, დავტიროდი ყვალას ვინც ამ ომმა შეიწირა. მადლობას ვუხდი ღმერთს რო საშუალება მომცა, პატივი მიმეგო ჩემი ძმებისთვის. მართალია მათ საფლავებს, ჩემი ფეხით ვერა, მაგრამ ეტლით მაინც მივაკითხავ და შევამკობ, წითელი ვარდებით, როგორიც მათი დაღვრილი სისხლი იყო ბრძოლის ველზე. ლილე ლოლიშვილი

воскресенье, 12 октября 2008 г.

მეორე მსოფლიო ომის კვალ და კვალ

ეზოში მოთამაშე უდარდელი ბავშვები, კაშკაშა მზე, მწვანე ბალახი და ფერად-ფერადი ყვავილები, ალბათ ხვდებით, რომ ეს ბავშვების მიერ დანახული მშვიდობაა, რომელიმე განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის ამბიციებმა კი შეიძლება ეს სურათი მთლიანად შეცვალოს.
ომი ეს უფრო მეტია ვიდრე ყოველდღიური განსაცდელი ან ყველა ის პრობლემა რომლის გადაჭრაც გვიწევს. ის ყოველგვარი გაფრტხილების გარეშე შეიძლება შემოიჭრას ჩვენს ცხოვრებაში, ჩაგვიშალოს გეგმები, დაგვინგრიოს ოცნებები ან კიდე წაგვართვას საყვარელი ადამიანი.
ყველა სფეროს გააჩნია უმაღლესი8 წერტილი. ბატონი ომი კი სულ იმის ფიქრშია, მისი მაშტაბები რაც შეიძლება დიდი ხოლო მსხვერპლი უთვალავი, თუ ეს ორი ფაქტორი აღსრულდა, მაშინ პატივცემული ომიც მიაღწევს თავის მწვერვალს და მსოფლიო ომის სახელით მოგვევლინება, თუმცა რაღა პატივცემული ჩემი ერთი მეგობრის თქმის არ არ იყოს, ომი რა არის თუ არა სასტიკი და შეუვალი, ყველაზე მდაბალი და ადამიანის გამაცხოველებელი ძალა.
მოკლედ ჩვენ შევეცდებით ერთ-ერთი სასტიკი და დაუნდობელი ომის, კვალ და კლვალ გატაროთ,რომელიც მეორე მსოფლიო ომის სახელით არის ცნობილი.