пятница, 28 ноября 2008 г.

началась война !


1941 წლის 22 ივნისიდან, როცა ჩემთან პოლკოვნიკი ტიხონოვი მოვიდა და მითხრა ის საშინელი სიტყვები "началась война" ისე რომ ჩემს შვილებს ვერც კი დავემშვიდობე, ხელში იარაღი მიჭორავს. 5 წელია ტყვიების ზუზუნს ვუსმნე და მკვდრების მეტს ვერაფერს ვხედავ. 5 წელია ჩემი ოჯახი არ მინახავს.წელს , ალბათ , ნიკუშა სკოლაშიც შევიდა. როცა ერთი წამით ხმა გაჩერდება თავი სამოთხეში მგონია. გაცვეთილი ფორმა მაცვია და ვიყინები.
როცა უკვე ყველაფერი დამთავრდა და ომი მოვიგეთ, ერთი გაუბედურებული მედალი მომცეს, მაგრამ სულ რო ოქრო-ვერცხლის ყოფელიყო, ახლა ჩემთვის მთავარი შვილების ნახვა იყო, მუდამ ტალახში რომ თამაშობენ, ჩემი ცოლის, თონეში პურს რომ აკრავს,დაა დედაჩემის,სულ რომ მსაყვედურობს . ორი დღე ვიმგზავრეთ, ბოლოს ჩავედით ჩემს სიმონეთში. შორიდანვე შევნიშნე ჩემი ცოლი, რეგისტრაცია გავიარე და მასთან მივვარდი, ჩავეხუტე და აგარ ვუშვებდი. ცოლმა მითხრა: მალე წამოდი ბავშვები გელოდებიანო. მერე ჩემს ძველ მოტოციკლზე შემოვჯექი და ჩქარა ძალიან ჩქარა.მივდიოდით. ასე მეგონა, ყველაფერი დამთავრდა , სახლში ვარ-მეთქი. რა ვიცოდი, თუ ვიღაც მხეცი დაგცეტაკებოდა.დაგვეტაკა და ისე ძლიერად რომ წამართვა ის, რისთვისაც ამდენს გავუძელი. წაართვა დედა ჩემს შვილებს. და მომიკლა გული. ის გული, რომელიც მისთვის ცოცხლობდა ის გული, რომელმაც ომი გადაიტანა რომ ის ენახა .

Комментариев нет: