вторник, 2 декабря 2008 г.

მეორე მსოფლიო ომის კვალ და კვალ ხელოვნებაში

მილიონობით ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, რომლის შედეგები უამრავმა მხატვარმა ასახა, ხშირად საკუთარი გამოცდილების მიხედვით. მეორე მსოფლიო ომმა ყველა სფეროს წარმომადგენელზე იქონია გავლენა, მათ შორის ხელოვნებაზეც. ეს ომი ბევრი ხელოვანის პირადი უბედურების მიზეზად იქცა, ამის კარგი მაგალიტია მარკ შაგალი, რომლის ცოლიც 1944 წელს დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც მრავალი ადამიანი მაინც ვერ ივიწყებდა, ომის საშინელებებს, რაც ამ პერიოდის მხატრობაშიც აისახა. შვეიცარიელი მხატვარი ალბერტო ჯაკომეტი, ეულად მდგარი, ჩონჩხად ქცეული ადამიანების ამსახველ სურატებს და მათ ქანდაკებებს ქმნიდნენ. მათ ის ''საკუთარი ხედვის გამოხატულებას უწოდებდა'' ჯაკომეტის სიფრიფანა, ეული, ფიგურები ომის შემდგომი პერიოდის გაურკვეველ ყოფას გამოხატავდნენ.
ამასსთანავე, მათი სიგამხდრე მნახველს საკონცენცენტრაციო ბანაკებში ნაწამებ ადამიანებს აგონებდა , რომელთა დიდი ნაწილი შიმშილით მოკვდა. ჯაკომეტის ერთ- ერთი ნამუშევარი ''დიდი ქალი'' რომელიც 1960 წელს შეიქმნა დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიდმა ესპანელმა მხატვრის პაბლო პიკასოს ''გერნიკა'' ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მან განაცხადა: '' სურათები ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი რომელიც მტერზე თავდასხმისა და მტრისგან თავდაცვისთვის გამოიყენება.'' ეს ხმამაღალი განაცხადია მისი მხრიდან ის ხელოვნებას, სისასტიკეს და ომს უპირისპირებს. ომის შემდგომი წლები მასობრივი პროდუქციის ზრდისა და გართობის განვითარების პერიოდია.სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაჩნდა ''პოპ'' კულტურა. 1937 წელს, ნაცისტებმა მიუნხენში ''დეგენერაციული ხელოვნების'' გამოფენა მოაწყვეს, სადაც გროსის, პიკასოს, კანდინსკისა და სხვათა სურათები ''ჭკუასუსტების ნამუშევრებად'' წარმოადგინეს. ნაცისტებს თავიანთი აზრის გავრცელებისას ხელს შეუშლიდათ ისეთი ნახატები მაგალითად როგორიცაა გეორგ გროსის ან ოტო დიქსის ნამუშევრები. ამ სურათებში ისინი გერმანიის მთავრობას ამხელდნენ,

Комментариев нет: