вторник, 2 декабря 2008 г.

ჰოლოკოსტი








მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ, გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. ევროპელი ებრაელებისათვის, ჰაიმ ვეიცმანის (ისრაელის I პრეზიდენტი) ცნობილი გამონათქვამით, "მსოფლიო გაიყო ორად: ადგილად, სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად,სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა." დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი) მოწვეული 1938 წლის ივლისში, აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დასრულდა სრული დამარცხებით. დომინიკანური რესპუბლიკის გარდა, 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.

"ნიურნბერგის კანონმა" 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.

ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "ბროლის ღამე" (მინის ნამხსვრევთა გამო, რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული ქალაქები).

1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში.

1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა "4 წლიანი გეგმის შემსრულებელს" გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.
ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით - პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია. ებრაელები დიდ დაუნდობლობას და სისასტიკეს იჩენდნენ ებრაელების მიმართ. 30_იან 40_ იან წლებში ნაცისტებმა ჰიტლერის მეთაურობით ექვსი მილიონი ებრაელი გაჟლიტეს ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდა. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს. "გაეროს" გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღით, "გაეროს" გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის გასამართლება. დოკუმენტს დაეთანხმა 103 ქვეყანა 192 გენასამბლეის წევრთაგან.
მსოფლიოს შემორჩა ერთი ებრაელი გოგონას ანა ფრანკის დღიური, სადაც კარგად არის გადმოცემული თუ როგორი სისასტიკიდ ეპყრობოდნენ გერმანელები ებრაელებს.

Комментариев нет: